საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
114
20/02/1996
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
000000000.00.000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის თაობაზე

I. საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ.304) 24-ე მუხლს დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს“. 

2. „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6, მუხ. 99) მე-13 მუხლში სიტყვების „უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის წოდებებს ანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი“.

3. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., 1-2, მუხ.34) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:

„დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური".

4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., 1, მუხ. 11) დაემატოს შემდეგი შინააარსის მე-9 პუნქტი:

„9) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე ამ სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამსახურის შესრულების დადგენილი წესის საწინააღმდეგო დანაშაულთა საქმეებზე".

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              ე. შევარდნაძე. 

თბილისი,

1996 წლის 20 თებერვალი.

№114