დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 090211, 09/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016152 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №62
2011 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69 (76) მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) წესის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„ 3. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი განისაზღვრება №6 დანართის შესაბამისად.” ;
ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №6:
„დანართი №6
არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ
ოქმების შევსების წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების, აგრეთვე ოქმის შინაარსის გამო შენიშვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2
1. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები (ფორმა №1 და ფორმა №2) ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის (შემდეგში – უფლებამოსილი თანამშრომელი) მიერ.
2. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო მეორე გადაეცემა არასამხედრო გემის კაპიტანს.
მუხლი 3
1. არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასამხედრო გემის შემოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი სამართალდარღვევა;
ბ) ჩადენილი სამართალდარღვევა არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე;
გ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არასამხედრო გემის დაკავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო გემის შემოწმების მასალები დაუყოვ ნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 4
არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის (ფორმა №1):
ა) პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
ბ) მე-3 პუნქტში აღინიშნება უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;
გ) მე-4 პუნქტის „ა-ვ” ქვეპუნქტებში მიეთითება მონაცემები არასამხედრო გემის შესახებ;
დ) მე-5 პუნქტის „ა-დ” ქვეპუნქტებში მიეთითება არასამხედრო გემის კაპიტნის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი ან პირადი ნომერი;
ე) მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და შედეგები;
ვ) მე-7 პუნქტში მიეთითება თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მე-8 პუნქტში მიეთითება მონაცემები ოქმზე დართული დოკუმენტების თაობაზე.
მუხლი 5
1. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის (ფორმა №2) პირველი-მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების შევსებისას გამოიყენება არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის შევსებისათვის დადგენილი წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
2. არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის დაკავების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და საფუძველი.
მუხლი 6
1. თუ შემოწმებული ან დაკავებული არასამხედრო გემის კაპიტანს უფლებამოსილი თანამშრომლის მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.
2. თუ არასამხედრო გემის კაპიტანი ხელს არ აწერს არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
ფორმა №1
არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი
1. _____________________________________ 2. __________________________ _______
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ______________________________________________________________________________
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
4. არასამხედრო გემის: ა) ______________________ ბ) _________________________________
მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №)
გ) ________________ დ) __________________ ე) _______________ ვ) ____________________
დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური
5. გემის კაპიტნის: ა) __________________________________ ბ) _______________________
სახელი, გვარი დაბადების თარიღი
გ) ________________ დ) __________________________________________________________
მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №
6. არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი, დრო და შედეგები:
_______________________________________________________________________________

7. _____________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი
________________________________________________________________________________
8. ოქმს თან ერთვის:

ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ______________________
ხელმოწერა
გემის კაპიტანი _________________________________________________________________
ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
თარჯიმანი: ____________________
ხელმოწერა
ფორმა №2
არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმი
1. ________________________________________ 2. __________________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი
3. ________________________________________________________________________________
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
4. არასამხედრო გემის: ა) __________________________ ბ) __________________________
მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №)
გ) __________________ დ) __________________ ე) ______________ ვ) ____________________
დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური
5. გემის კაპიტნის: ა) _____________________________________ ბ) _____________________
სახელი, გვარი დაბადების თარიღი
გ) __________________ დ) _________________________________________________________
მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №
6. არასამხედრო გემის დაკავების ადგილი, დრო და საფუძველი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
7.______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი
________________________________________________________________________________
8. ოქმს თან ერთვის:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ________________
ხელმოწერა
გემის კაპიტანი _________________________________________________________________
ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
თარჯიმანი: ____________________ ”.
ხელმოწერა
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები