ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

  • Word
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.112.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
07/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
330130000.35.112.016026
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2011 - 24/02/2012)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 7 თებერვალი

. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე (დანართი №1).

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                          რ. ჩიტიძე

                                                                     დანართი №1

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონები და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე

    მუხლი 1

 I კლასის შენობა-ნაგებობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. I კლასს განეკუთვნება:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშე­ნიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზე­დაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შე­ნობა;

ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნა­გებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღო­ბე, საიდანაც 0,80 მ ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტრო­სად­გური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობა;

თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­­კუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

კ) ლანდშაფტური მშენებლობა.

    მუხლი 2

თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100- მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი მუხლის „გ“,„ე“,„ვ“,„ზ“,„თ“,„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზონების     მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა პირველი მუხლის „გ“,„ე“,„ვ“,„ზ“,„თ“,„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 3

 თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალ­დე­ბულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესით.