„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016025
  • Word
3
07/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
010260020.35.112.016025
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 7 თებერვალი

. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №26 დადგენილებაში (სსმ V, 25.08.2010) შევიდეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამაშველო პროფილაქტიკური განყოფილების უფროსი“;

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსისაგან;

ბ) სამაშველო-პროფილაქტიკური განყოფილებისაგან;

განყოფილება შედგება განოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან;

გ) სახანძრო-სამაშველო განყოფილებისაგან. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის განყოფილებათა ფუნქცია-მოვალეობანია:

ა) სამაშველო პროფილაქტიკური განყოფილება კურირებს ხანძრის ჩაქრობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა შრომის დაცვის ორგანიზების საკითხებს;

ბ) სახანძრო-სამაშველო განყოფილება უზრუნველყოფს მორიგე ცვლების შეცვლისას საავარიო-სამაშველო ტექნიკის, მოწყობილობებისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარებას. აგრეთვე სამსახურის მოხელეთა პროფესიული მომზადების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარებას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                         რ. ჩიტიძე