„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016024
  • Word
2
07/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
010260020.35.112.016024
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 7 თებერვალი

. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებით (სსმ, 25.08.2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)“;

ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ მიზნით ხელს აწერს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მშენებლობის ნებართვებს; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს; ხელს აწერს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და იმ სამუშაოთა განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“;

დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ ქვეპუნქტი:

„თ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელზე შემოტანილი დაინტერესებული მხარის განცხადებების საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;“;

ე) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულებისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებს; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;

ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს 1   ქვეპუნქტი:

„ლ1) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით;;

ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9.

1. გამგებელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) კურატორობ(ენ)ს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში“.

თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                          რ. ჩიტიძე