„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38(45), 04/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.000.657
  • Word
2312
22/07/1999
სსმ, 38(45), 04/08/1999
140.030.000.05.001.000.657
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

      საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) უზრუნველყოს დაპატიმრებული პირის დაცვა და გადაყვანა საპატიმრო დაწესებულებაში“.

2. მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალ პერიოდში, რომლის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციებით, თავისი ამოცანების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანიშნოს პოლიციის ოფიცერი“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2312-რს