დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 080211, 08/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010010.08.002.016150 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №60
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვების: „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები