ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 090211, 09/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016035
  • Word
9
04/02/2011
ვებგვერდი, 090211, 09/02/2011
010250020.35.144.016035
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია – შესყიდვების განყოფილება, საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება, ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება.“;

 ბ) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

 ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

 ბ) საბუღალტრო აღრიცხვას;

 გ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

 დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია;

  ე) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ვ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

 გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

    მუხლი 7. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;

ე) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

ვ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ზ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

თ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

კ) მიმდინარე და ყოველწლიური ანაგრიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) საკრებულოს მუნიციპალური მომსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსურ ზედამხედველობას”.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  პ. ღვინიაშვილი