აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტეის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტეის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016019
  • Word
8
04/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
010250040.35.102.016019
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტეის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის 3 დადგენილებაში “აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის 3 დადგენილებაში “აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“:

   ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის “ლ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის “გ“ ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლი, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჟ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. საკრებულოს სამუშაო ენა

საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული და აფხაზური ენა.“;

  დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ დებულების (რეგლამენტის) 96-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.“

  ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მეორე პუნქტის “შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი მაინც.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" და ამ დებულებით (რეგლამენტით).“

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.” ;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 124-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე ადგილობრივი გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე..

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ს. გურჩიანი