დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.102.016020 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ :
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის), გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების და მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები