დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.102.016024 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1.შეტანილ იქნეს ცვლილება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №12 დადგენილებაში „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები