დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.102.016025 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში “აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში “აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ და აფხაზურ ენაზე.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,ქ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლისმე-3 პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი, ამოღებულ იქნეს.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს. გურჩიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები