შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 12/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000009
  • Word
-
11/03/1993
გამოუქვეყნებელი, -, 09/12/1997
000000000.00.000.000009
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკისა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკა და ესპანეთის სამეფო, რომლებიც გამოხატავენ რა მისწრაფებას ორი სახელმწიფოს ხალხთა შორის კავშირ-ურთიერთობებისა და მეგობრობის განვითარებისა და განმტკიცებისადმი, დარწმუნებული არიან რა, რომ განათლების, მეცნიერების და კულტურის, ასევე სხვა დარგებში ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ესპანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაცნობის გაუმდობესებას.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები წაახალისებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას განათლების დარგში. მათ შორის:

ა) ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, ამ დარგებში მომუშავე პიროვნებებს შორის თანამშრომლობის, კონტაქტებისა და ურთიერთგაცვლის წახალისებით;

ბ) მეორე მხარის ენისა და ლიტერატურის შესწავლისა და სწავლების წახალისების;

გ) სასწავლო მეთოდიკისა და ლიტერატურის გაცვლის წახალისების;

დ) ხელოვნების, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში მომუშავე მეორე მხარის სტუდენტების, მასწავლებლების და მკვლევარებისათვის სტიპენდიის დაწესების გზით.

    მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ მეცნიერების, ტექნიკისა და გარემოს დაცვის დარგში იმ თემებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ურთიერთგაცვლისა და კვლევა-ძიების. აგრეთვე ორივე ქვეყნის სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარების.

    მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ ლიტერატურის, აუდიოვიზუალური და სასცენო ხელოვნებისა და არქტიექტურის დარგებში კავშირურთიერთობის, აგრეთვე მუზეუმებსა და გალერეებს, ბიბლიოთეკებს, არქივებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს შორის კონტაქტის განვითარებას.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პრესისა და საგამომცემლო დაწესებულებებს შორის.

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გამიზნულ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

    მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ შესაბამის ხელისუფალთა შორის თანამშრომლობას თავიანთ ტერიტორიაზე საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ორმხრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 7

მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის ახალგაზრდობას შორის კავშირებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა შორის თანამშრომლობას.

    მუხლი 8

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას სპორტულ ორაგიზაციას შორის და მონაწილეობას თითოეული ქვეყნის სპორტულ ღონისძიებებში.

    მუხლი 9

მხარეები, შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყანაში წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დარგებში ჩატარებულ სემინარებზე, შეჯიბრებებზე, გამოფენებზე, ყრილობებზე, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებზე დასწრებას.

    მუხლი 10

მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობასა და ურთიერთგაცვლას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

    მუხლი 11

მხარეები ხელს შეუწყობენ იუნესკო-ს შესაბამის ეროვნულ კომისიებს შორის თანამშრომლობას.

    მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველგვარი საქმიანობა განხორციელდება შესაბამისი ქვეყნის შიდა კანონებით დადგენილ ფარგლებში.

    მუხლი 13

მხარეები, წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, დიპლომატიური გზებით შეათანხმებენ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგში ურთიერგაცვლით პერიოდულ პროგრამებს, თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეიქმნება შერეული კომისია, რომლის შემადგენლობა და შეკრებები დადგენილი იქნება მისივე საჭიროების მიხედვით.

    მუხლი 14

ეს შეთანხმება ძალაში შედის ბოლო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას.

    მუხლი 15

ეს შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მორიგი ვადის გასვლამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე რომ განსაზღვრული აქვს შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია მადრიდში, 1993 წლის 11 მარტს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელით ალექსანდრე ჩიკვაიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი

ესპანეთის სამეფოს სახელით ხავიერ სოლანა მადარიაგა, საგარეო საქმეთა მინისტრი