„ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 24/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.131.016031
  • Word
04
28/01/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
200230000.35.131.016031
„ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ქობულეთი

„ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა  და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში (სსმ V ნაწილი, 68 27.12.2011 წ., მუხლი 2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

2. 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

1. საქართველოს საწარმოსათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით.

3. მუხლი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწებისათვის – 87 ლარი;

) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწებისათვის – 67 ლარი;

) ბუნებრივი სათიბებისათვის – 18 ლარი;

) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი;

) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 15 ლარი;

) გაკულტურებული საძოვრებისათვის –16 ლარი;

 4. ,,ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს  მე-5 პუნქტი:

 ,,5. წყალკანალიზაციის სისტემის მომსახურე ორგანიზაციების ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.01%-ის ოდენობით..

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             ნ. ბერაძე