დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 160211, 16/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016047 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 28 იანვარი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში (სსმ V, №52 17.11.2010 წ., გვ. 21-28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი.
2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან”.
4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის №2 დანართის მე-5 პუნქტი.
5. დადგენილებით დამტკიცებული წესის №2 დანართის მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან”.
7. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №1 № ------------- ----- -----------------------20 წ
ინდ.: 6500 ტელ.: 7 00 00
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მიმღები და მისი მისამართი)
საფუძველი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
“.
ნებართვის მოქმედების ვადა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან.
ნებართვა გაცემულია 20 წლის ---------------------------------------
(ბეჭდის ადგილი)
ნებართვის მიმღები: საკრებულოს თავმჯდომარე:
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები