დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 160211, 16/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.136.016044 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2
2011 წლის 28 იანვარი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ. გვ.222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება-დამატება:
დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული კურორტებსა და საკურორტო ადგილებში, წყალდაცვითი ზოლების (მდინარეების, ტბების, წყალსაცავების და სხვა ზოლების) მიმდებარე 100-მეტრიან ზონაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე 300 მეტრიან ზონაში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში;
დ) შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები