დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის N786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.016032 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №93
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 23.06.2006, №84, მუხ.1128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო, რესურსების მართვის მთავარი სამმართველო, საზღვაო მოღვაწეობის სუბიექტებთან თანამშრომლობის სამმართველო, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო, საკადრო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება, პროტოკოლის ჯგუფი, იურიდიული უზრუნველყოფის ჯგუფი და საქმისწარმოების ქვეგანყოფილება.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები