დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 070211, 07/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016149 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №58
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2011 წლის 25 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულება (რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტისათვის SIDA-EBRD-ის მუნიციპალური გარემოს და კლიმატის პროგრამის ფონდის და BP-EBRD-ის რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფონდის საინვესტიციო გრანტებთან დაკავშირებით)”.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები