,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016052
  • Word
11/ნ
03/02/2011
ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
430010000.22.022.016052
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №212 ბრძანებით (სსმ III, 30.03.2006წ., №42, მუხ. 483) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.”;

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად პირთა შერჩევა.”;

დ) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს;

ე) დებულების მე-18 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) დებულების მე-5 თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი