"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"

  • Word
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.133.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
02
01/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
200130000.35.133.016020
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2011 - 01/03/2011)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №2

 2011 წლის 1 თებერვალი

. ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პ” და ჟ” ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-10, 65-ე, 271-ე, 276-ე მუხლებისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  1. შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი;

  2. განისაზღვროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა;

  3. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის 4/6 დადგენილება;

  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       მ. ფარტენაძე

ხელვააურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)

გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. (თავი XXIX მუხლი 202).

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

 

აბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

87

67

 

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

18

15

20

16

 

5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

6. ბუნებრივი საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.