შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 99, 27/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 190012004.48(1).25.001000
  • Word
101
23/10/2000
სსმ, 99, 27/10/2000
190012004.48(1).25.001000
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.481

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ერთობლივი

ბრძანება №101/423/290/164/ნ

2000 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2001 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულ იქნა მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. ამასთან, მოგების გადასახადი ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ დადგენილი წესით განაწილდება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის, „საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონის შესაბამისად.

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებთ:

შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის 2000 წლის 24 აპრილის ბრძანება №34-ში. კერძოდ, გაუქმებულ იქნეს მისი ბოლო აბზაცი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სპეციალურ ფონდებში გადარიცხვის შემდეგ დარჩენილი თანხა გადანაწილდეს შემდეგნაირად: შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ №396118802 ანგარიშზე წარმოდგენილი და დამოწმებული საგადასახადო დავალების მეორე გვერდზე მოცემული განაწილებიდან ქ. თბილისის კუთვნილი თანხა გაიმიჯნოს „საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-2 და მე-3 მუხლების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შორის 05.08.2000-ის შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ნორმატივებით –15% დარჩეს ცენტრალურ ბიუჯეტში, 85% კი გადაირიცხოს ქ. თბილისის ბიუჯეტში, ხოლო საქართველოს დანარჩენი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ძალაში დარჩეს შემოსავლების განაწილების არსებული ნორმატივები.

                                   ზ. ნოღაიდელი

                                   მ. მაჭავარიანი

                                   ი. მანაგაძე

                                   ა. ჩხაიძე