დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება-კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-70-09 |
| დოკუმენტის მიმღები | რუსთავის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 20/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განჩინება
საქართველოს სახელით
(სს „მშენებლის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ)
2011 წლის 20 იანვარი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილმა, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „მშენებლის“ გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის მოთხოვნა სს „მშენებლის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2011 წლის 21 თებერვალს 11.00 საათისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6. დღის წესრიგად განისაზღვროს:
1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის განხილვა;
2. სს „მშნებლის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს;
3. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის ვახტანგ კეკელიძის მიერ.;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს (პროცესის მხარეების და იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება) კერძო საჩივრით განჩინების გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნ. თედეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები