დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.016093 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №22
2011 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008, №143, მუხ. 1423) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მარეგისტრირებელი, საგადასახადო, საბანკო, შინაგან საქმეთა და სხვა დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (ამ სახის ინფორმაციები შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალური ხასიათის საგადასახადო და კომერციულ ინფორმაციას, რომელიც კანონის შესაბამისად ითვლება სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებულ ინფორმაციად და მასზე მოქმედებს უკანონოდ გახმაურების, გადაცემისა და გავრცელების აკრძალვის ვალდებულება);“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები