დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 27/02/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.11.117.005168 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.11.117.005.168
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №27/6
2002 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, 1-ლი პუნქტის
ა) ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან (გარდა ეი-ი-ეს თელასისათვის გადასარიცხი თანხებისა).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე, 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებთან.
3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა ამ წესის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელოს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის ენერგოკომპანიებში გახსნილ ბარათებზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხით დაიფარება ენერგოკომპანიების დავალიანება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ;
4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიებმა ამ წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელონ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიებში გახსნილ ბარათებზე;
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი დადასტურებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით წარუდგინოს ორგანიზაციათა ჩამონათვალი დავალიანების შესახებ ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას.
6. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაცია-დაწესებულებებს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ბუღალტრულ ანგარიშგებაში კრედიტორული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები