,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 030211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016210
  • Word
56
31/01/2011
ვებგვერდი, 030211, 04/02/2011
010240030.10.003.016210
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 56

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სა­ქართ­ველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ III, 2004 ., №99, მუხ. 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინაარსის და ქვეპუნქტები:                          

) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დე­პარ­ტამენტი.“.

2. მე-5 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­­­დაქციით:

) ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია;“.

3. მე-7 მუხლის 21 პუნქტის:

ა) „ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თა­რების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სა­ხე­ლ­მ­წიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;“;

ბ) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქ­ნეს.

4. მე-9 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

) სამინისტროს ადმინისტრაცია სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემისა და სახელმწიფო ქო­ნე­ბის დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღე­ბულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს მიერ დადებუ­ლი ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედა­რების გან­ხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინი­სტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერ­თი­ანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორ­დინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმო­ებ­სა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მა­ტერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, გა­ნახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპე­რაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სა­მინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სა­ხელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენ­ტა­ცი­ის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის სა­ექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; საქა­რთ­ველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორ­მატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სა­მინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგ­რეთ­ვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრუ­ლების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესა­ბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონ­დენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამი­ნისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონ­კურ­სის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სა­თა­ნადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; სა­კადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსა­ხუ­რე­თა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა გან­ხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქ­ტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სა­ჯა­რო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მინი­სტ­რის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქ­მიანობის უზ­რუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების გან­ხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუ­­­ტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო და­წესე­ბულე­ბებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდი­ნაციაში მო­ნა­წი­ლეობის მიღება;“.      

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის და ქვეპუნქტები:

) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მა­სალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლე­ბების ინფორმირება; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღო­ნისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ სა­ზო­გადოების ინფორმირება; სამინისტროს საქმიანობის შესა­ხებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენცი­ებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ღო­ნისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება; სამინისტროს ვებ­გვერ­დზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, საქვეუწყებო დაწესებუ­ლე­­ბებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს და­ქვემ­დებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბისაგან  ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; საზოგადოებასთან ურ­თიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუ­შავება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუ­ქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; სა­მი­ნის­ტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატი­ებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; თა­ვისი კომ­პეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დე­პარტამენტი სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექ­ნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილო­ბე­ბის ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო­ებ­თან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაშისამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან ისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; საჭირო­ების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სა­მი­ნისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკას­თან, კომ­პიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაო­ბასთან დაკავშირებით; მოქალაქეთა და ინვესტორთა გამარტი­ვებული საშუალებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონის­ძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყოფა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვა­ციური მომსა­ხუ­რების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსა­ფრთ­ხოების უზრუნველყოფა; სამინისტროში რო­გორც პროგრა­მული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნი­კუ­რი მომსახუ­რე­ბის უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                  . გილაური