დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016216 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №31, მუხლი №458) დამტკიცებულ ,,შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” უფლებამოსილია, ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ შეაფერხებს კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელებას.”.
2. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” სახელით განცხადებას პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციასთან (შემდგომში – დოკუმენტაცია) ერთად უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში” ან/და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.”;
ბ) მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი (მხოლოდ განცხადების გამოქვეყნების შემთხვევაში);”;
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:
„ზ) შეფასების კრიტერიუმები.”;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები გონივრულ ვადებში უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ. ასევე, ამავე ვადებში მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ განცხადება დოკუმენტაციასთან ერთად, ან გაიტანეს დოკუმენტაცია.”;
ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-11 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” ქვეპუნქტი:
„დ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.”;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან ზეპირ ვაჭრობაზე. ზეპირი ვაჭრობა ხორციელდება მე-12 მუხლის შესაბამისად.”.
5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.”.
7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”.
8. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. მე-16 მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.”;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი);
და/ან
ბ) შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს.”;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შესყიდვის შესახებ წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
გ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
დ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ე) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
ვ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები;
ი) ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძველი.”.
10. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
| № | საქონლის დასახელება |
| 1 | ბლანკები, ქვითრები |
| 2 | თუჯის სხმულები |
| 3 | ფერადი სხმულები |
| 4 | ლაბორატორიული აღჭურვილობა |
| 5 | ქიმიური რეაქტივები |
| 6 | კირიანი ქლორი |
| 7 | თხევადი ქლორი |
| 8 | სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა |
| 9 | სამეურნეო საქონელი |
| 10 | სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები |
| 11 | საჭრისები |
| 12 | კაბელები |
| 13 | ელ. მავთულები |
| 14 | ძრავის ჩასახვევი მავთულები |
| 15 | საჰაერო ელ. სადენები |
| 16 | მაღალი ძაბვის იზოლატორები |
| 17 | დაბალი ძაბვის იზოლატორები |
| 18 | ავტომატური ამომრთველები |
| 19 | ელექტრომზომები |
| 20 | ელ. მაგნიტური გამშვებები |
| 21 | ელ. მაგნიტური ჩამრთველები |
| 22 | მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები |
| 23 | დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორები |
| 24 | საკონტროლო კაბელები |
| 25 | მცველები |
| 26 | საყრდენი იზოლატორები |
| 27 | მაღალი ძაბვის ინდიკატორები |
| 28 | ალუმინის სალტე |
| 29 | დენმკვეთები |
| 30 | ელ. ღილაკები |
| 31 | გალაქული ქსოვილი |
| 32 | ტრანსფორმატორის ამომყვანები |
| 33 | საჰაერო გამთიშველები |
| 34 | დაბალი ძაბვის კარადები |
| 35 | მაღალი ძაბვის კარადები |
| 36 | ზეთიანი ამომრთველის ბანკები |
| 37 | ზეთიანი ბანკების ამძრავები (კომპლექტი) |
| 38 | ელ. მრიცხველები |
| 39 | მრიცხველების ყუთები |
| 40 | ელ. ძრავები |
| 41 | კაბელის თავები |
| 42 | ტუმბოები ელ. ძრავით |
| 43 | საკისრები |
| 44 | მინის შედუღებისათვის საჭირო თოკი (,,ნაბივკის” თოკი) |
| 45 | მშრალი ბაწარი |
| 46 | ქანჩი და ჭანჭიკი |
| 47 | მეტალის მილები |
| 48 | ურდულები |
| 49 | შუასადები რეზინა (,,საპრაკლატკე”) |
| 50 | უკუსარქველები |
| 51 | მილები |
| 52 | მილები კანალიზაციისათვის |
| 53 | ფიტინგები |
| 54 | რკინა-ბეტონის ჭები |
| 55 | რკინა-ბეტონის ჭების სახურავები |
| 56 | ელ. ბოძები |
| 57 | ეკალ-მავთული |
| 58 | მავთულ-ბადე ღობისათვის |
| 59 | შედუღების აპარატის მავთული |
| 60 | მავთული კანალიზაციისათვის |
| 61 | კარბიდი |
| 62 | ტყვია |
| 63 | საჩარხი მასალა (მრგვალი რკინა) |
| 64 | ფურცვლოვანი ლითონი |
| 65 | კუთხოვანა სხვადასხვა პროფილის |
| 66 | ელექტროდი |
| 67 | ჭის თავები |
| 68 | სპეცტექნიკა |
| 69 | სპეცმანქანები |
| 70 | ავტომანქანები სხვადასხვა გამავლობის |
| 71 | პოლიეთილენის მილების შესადუღებელი აპარატები |
| 72 | წყლის მრიცხველები |
| 73 | საწვავი |
| 74 | ავტოგაზი |
| 75 | სოლიდოლი |
| 76 | ავტომანქანის ნაწილები |
| 77 | სპეცტექნიკის ნაწილები |
| 78 | საკანცელარიო საქონელი |
| 79 | გენერატორები |
| 80 | ელექტრო გამათბობლები |
| 81 | მაცივრები |
| 82 | ტელევიზორები |
| 83 | ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო ტელეფონის აპარატები) |
| 84 | კონდიციონერები |
| 85 | ვენტილატორები |
| 86 | კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები |
| 87 | საოფისე ავეჯი |
| 88 | ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა |
| 89 | ინტერნეტმოდემები |
| 90 | სპეცმანქანების ნაწილები |
| 91 | ავტომანქანის საცხებ-საპოხი მასალები |
| 92 | სპეცტექნიკის საცხებ-საპოხი მასალები |
| 93 | სპეცმანქანების საცხებ-საპოხი მასალები |
| 94 | შეშა |
| 95 | ნახშირი |
| 96 | ღუმელები |
| 97 | წარმომადგენლობითი ხარჯები |
| 98 | ორგანიზაციის ბეჭდები |
| 99 | ინერტული მასალები |
| 100 | საგზაო მაფრთხილებელი ნიშნები |
| 101 | სახანძრო უსაფრთხოების სტენდები (კომპლექტი) |
| 102 | წყლის მრიცხველის ბრჯენები |
| 103 | ბრჯენის მავთული |
| 104 | ზეთები |
| 105 | სატელიტური ანტენები |
| 106 | სავიზიტო ბარათები (სხვადასხვა) |
| 107 | ავტომანქანის რეცხვის ტალონები |
| 108 | სამშენებლო მასალები |
| 109 | ფოტოაპარატები |
| 110 | ძალოვანი ტრანსფორმატორი |
| 111 | დამცავი რელეები |
| 112 | მაღალი ძაბვის ამომრთველები (კომპლექტში) |
| 113 | დენის ტრანსფორმატორები |
| 114 | მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარები |
| 115 | ძაბვის განმმუხტველი |
| 116 | გადაძაბვის შემზღუდველი |
| 117 | მაღალი ძაბვის ქუროები |
| 118 | მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავი |
| 119 | ტუმბოები ელ. ძრავის გარეშე |
| 120 | სპეც. ტანსაცმელი ან/და აღჭურვილობა |
| № | მომსახურების დასახელება |
| 1 | კომპიუტერული მომსახურება |
| 2 | კარტრიჯების აღდგენა-დამუხტვა |
| 3 | პროგრამული უზრუნველყოფა |
| 4 | განცხადებებისა და ინფორმაციების გამოქვეყნება |
| 5 | საინფორმაციო მომსახურება |
| 6 | ინტერნეტსაიტის დამზადება |
| 7 | ჰორიზონტალური ტუმბოების რემონტი |
| 8 | ვერტიკალური ტუმბოების რემონტი |
| 9 | მრიცხველების შეკეთება |
| 10 | ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთება |
| 11 | მაღალი და დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორების რემონტი |
| 12 | ტრანსფორმატორისა და ელ. მოწყობილობების ზეთის შრობა |
| 13 | მაღალი ძაბვის ბოძების დაქირავება |
| 14 | ძრავების ჩახვევა |
| 15 | ჟანგბადის ბალონის დატენვა |
| 16 | თხევადი გაზის დატენვა |
| 17 | ავტომანქანების ტექდათვალიერება |
| 18 | ავტომანქანების მომსახურება (რემონტი) |
| 19 | ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება |
| 20 | მძიმე გაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში |
| 21 | ნებართვებისა და სპეცფორმების აღება |
| 22 | თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება |
| 23 | საპროექტო მომსახურება |
| 24 | სანოტარო მომსახურება |
| 25 | აუდიტორული მომსახურება |
| 26 | საექსპერტო მომსახურება |
| 27 | საკონსულტაციო მომსახურება |
| 28 | რუკების დაბეჭდვა |
| 29 | სადეზინფექციო მომსახურება |
| 30 | უძრავი ქონების რეგისტრაცია |
| 31 | დასაქმებულთა დაზღვევა |
| 32 | ავტომანქანების დაზღვევა |
| 33 | კავშირგაბმულობა (შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო, მობილური, ინტერნეტი, ფაქსი) |
| 34 | ფოსტა |
| 35 | დასუფთავება |
| 36 | კვება |
| 37 | საკაბელო ტელევიზია |
| 38 | სათარჯიმნო მომსახურება |
| 39 | დაცვის მომსახურება |
| 40 | სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა) |
| 41 | დიზაინი |
| 42 | მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების შეცვლა |
| 43 | მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარების შეცვლა |
| 44 | მაღალი ძაბვის ამომრთველების (კომპლექტში) შეცვლა |
| 45 | მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავის შეცვლა |
| 46 | ძაბვის განმმუხტველის შეცვლა |
| 47 | გადაძაბვის შემზღუდველის შეცვლა |
| 48 | მაღალი ძაბვის ქუროების შეცვლა |
| 49 | ელ. იზოლატორების შეცვლა |
| 50 | მაღალი ძაბვის დამცავი რელეების შეცვლა |
| 51 | სამეურნეო რემონტი.”. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები