სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 26/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020110.10.003.016214
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
31/01/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
190020110.10.003.016214
სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2011 - 22/06/2017)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 53

2011 წლის 31 იანვარი

. თბილისი

 სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1 . დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მი­ღე­ბის მიზნით , „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტუ­რის , უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსა­ქა­რთ­ვე­ლოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტისა და ნორ­მა­ტიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე -12 მუხ­ლის სა­ფუძველზე დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრე­ბით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესი .

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე .

პრემიერ -მინისტრი . გილაური

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესი

    მუხლი 1

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თა­ვისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გა­ცე­მის წესი (შემდგომში წესი ) განსაზღვრავს მოკლევადიანი სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების სამართ­ლებ­რივ საფუძვლებს .

    მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამ­სახური (შემდგომ­ში სახელმწიფო ხაზინა ) უფლება­მოსილია გასცეს მოკლევა­დიანი სესხი მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ხარჯზე .

    მუხლი 3

თავისუფალი ფულადი სახსრებით გაცემული მოკლევა­დიანი სესხები დაიფარება იმავე წელს .

    მუხლი 4

მოკლევადიანი სესხის მისაღებად იურიდიული პირი სა­ხელმწიფო ხაზინაში წარადგენს განცხადებას , რომელიც უნ­და შეიცავდეს ინფორმაციას სესხის ოდენობის , სარგებ­ლო­ბის ვადისა და მიზნობრიობის შესახებ .

    მუხლი 5

1 . სესხის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას იხი­ლავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და დადებითი გადა­წყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს (ბრძანებას ) თა­ვი­სუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხის გაცე­მის შესახებ , რომელშიც მიეთითება :

) სესხის მიმღები ;

) სესხის გამცემი ;

) სესხის ოდენობა ;

) სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება , ასე­თის არსებობის შემთხვევაში ;

) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განა­კვე­თი ;

) სესხით სარგებლობისა და სესხის დაბრუნების ვა­დე­ბი ;

) საჭიროების შემთხვევაში , სესხის გაცემასთან დაკავ­ში­რებული სხვა პირობები .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძა­ნების გამოცემის შემთხვევაში , მის შესაბამისად ფორმ­დება სასესხო ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სა­მინისტროსა და სესხის მიმღებს შორის .

    მუხლი 6

სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი მიიმარ­თე­ბა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში შესაბამის კოდ­ზე .

    მუხლი 7

სესხის მიმღების მიერ სასესხო ხელშეკრულებით ნაკის­რი სესხის დაბრუნების ვადების დარღვევის შემთხვევაში , სა­ხელმწიფო ხაზინა მიმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს .

    მუხლი 8

თავისუფალი ფულადი სახსრებით გაცემული მოკლევა­დიანი სესხების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს ამტკი­ცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით (ბრძანებით ).