დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.10.003.016212 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, №1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 23 ერთეულით.“ .
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის „ ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) უზრუნველყოფს დარგობრივი უწყებებისათვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდებას დახმარებათა ახალი ინსტრუმენტების შესახებ და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე;“;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“ ;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო მინისტრის დავალებით მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობა | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 2 | სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 |
| 3 | სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი | 1 |
| 4 | სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი | 1 |
| 5 | სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 3 |
| 6 | დეპარტამენტის უფროსი | 3 |
| 7 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 3 |
| 8 | მთავარი ბუღალტერი | 1 |
| 9 | მთავარი სპეციალისტი | 8 |
| 10 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ: | 23.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები