"საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016211
  • Word
50
26/01/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
010220030.10.003.016211
"საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №50

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლი­ტიკის შე­მ­მუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართვე­ლოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქარ­თველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგე­ბის პო­ლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კო­მისიის თავმჯდომარე

საქართვე­ლოს რეგიონული განვი­თა­­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მი­ნის­ტრი– კომისიის თავმჯდო­მა­რის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­­ტრი ევროპულ და ევროატ­ლან­ტი­კურ სტრუქტურებში

ინტეგ­რაციის სა­კით­ხებში, ვიცე-პრემიე­რი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი – კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის ად­მი­ნისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი

საქართვე­ლოს რეგიონული განვი­თა­­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მი­ნის­ტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­­ნის­ტრის პირველი მოადგილე– კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის მოადგილე– კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რადი განვითარების მინის­ტ­რის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის

კანცე­ლა­რიის მმართველობისა და ეკო­ნომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრე­­მიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი –კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს კავშირგაბმულობის, სა­ინ­ფორმაციო ტექნოლო­გიებისა და ინო­ვაციების დე­პარტამენტის უფ­როსი – კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სა­ა­გენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატ­რანსპორტო ადმინისტრაციის უფ­როსი– კომისიის წევრი

სსიპ – საქართველოს კომუნიკა­ცი­ე­­ბის ეროვნული კომისიის წევ­რი– კომისიის წევრი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გე­­ნერალური დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტროს ტრანსპორტის პო­ლი­­ტიკის დეპარტამენ­ტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვი­­თა­რებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამი­ნისტროს ინფრასტ­რუქტურის დეპარტამენ­ტის უფროსი –კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლა­რიის მმართველობისა და ეკო­ნო­მიკურ საკითხებში მრჩეველ­თა ჯგუ­ფის (სამსახური) მრჩეველი– კომისიის მდივანი

საქართველოს რეგიონული განვი­თა­რებისა და ინფრასტ­რუქტურის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულების – საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი

სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენ­ტრის დირექტორი– კომისიის წევრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართვე­ლოს პარ­­ლამენტის ევროპასთან ინ­ტეგ­რაციის კომიტეტის თავ­მჯდო­მა­რეს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური