დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 070211, 07/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016025 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1
2011 წლის 2თებერვალი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილების „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, მე-18, მე-20 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7666.9 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 3
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მივლინების ხარჯები განისაზღვროს 51.0 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 4
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ოფისის ხარჯები განისაზღვროს 930.8 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 5
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-9 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვროს 24.5 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 6
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები განისაზღვროს 460.7 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 7
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელისა და მომსახურების ხარჯები განისაზღვროს 648.6 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 8
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-13 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტის ხარჯები განისაზღვროს 91.9 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 9
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-14 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ხარჯები განისაზღვროს 1520.3 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 10
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-16 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები განისაზღვროს 498.8 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 11
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯები განისაზღვროს 460.2 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 12
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-18 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
2011 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯები განისაზღვროს 1461.4 ათ. ლარით (დანართი №4)“.
მუხლი 13
შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-20 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 561.0 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელით, ბაღში - 25-30 აღსაზრდელით, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 55 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ: გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულების 25 ლარს 2000 აღსაზრდელზე 25 ბაგა-ბაღში, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელთა საბავშო ბაღში შენახვის ხარჯებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად – 30 აღსაზრდელზე 55 ლარის ოდენობით, ასევე ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი 96.15 ათ. ლარი);
ბ. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 104.6 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის სწავლის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელთა სწავლის ღირებულებას გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად, 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 42.8 ათ. ლარით);
გ. სასპორტო სკოლების სუბსიდია – 249.0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 830 ბავშვის სწავლის ღირებულება);
დ. აიპ – მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი – 81.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სწავლის საფასურისგან განთავისუფლდეს 450 ბავშვი და ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით);
ე. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება – 39.0 ათ. ლარი;
ვ. აიპ – „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრი” – 193 ათ. ლარი;
ზ. აიპ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი – 40.0 ათ. ლარი.
მუხლი 14
2010 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებას დაემატოს მუხლი 13 I – ვალდებულებების კლება და გათვალისწინებულ იქნეს 61.9 ათ. ლარი.
მუხლი 15
დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, ასევე დანართი №5 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 16
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 17
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები