ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

  • Word
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 090211, 09/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.158.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
01/02/2011
ვებგვერდი, 090211, 09/02/2011
210020010.35.158.016017
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2011 - 01/03/2011)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 1 თებერვალი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე) განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენბა;

ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მ-ისა;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტური გამოყენებით და კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1 მ-მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს;

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

თ) საზოგადობრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენება-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ი) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

კ) ლანდშაფტური მშენებლობა.

2. თუ შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ფასადი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის , , , და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა–ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლოის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ბ) საზოგადოევი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა 1-ლი პუნქტის , , , და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით) სავალდებულოა მშენებლოის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს 50 მ-იან ზონაში განთავსებულად ან/და საზოგადოევი სივრცის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ შენობა-ნაგებობასა და წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებს შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ან სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის) მხარეს განთავსებულ ფასადს.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ. საბიაშვილი