დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 090211, 09/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016014 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 1 თებერვალი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №13 დადგენილებით (სსმ V, 18.08.2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებელი კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს გამგეობის საქმიანობას.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ მიზნით ხელს აწერს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;
გ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მშენებლობის ნებართვებს; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს; ხელს აწერს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და იმ სამუშაოთა განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“;
დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელზე შემოტანილი დაინტერესებული მხარის განცხადებების საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;“;
ე) მე-3 პუნქტის „ლ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულებისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებს; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;
ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ლ1" ქვეპუნქტი:
„ლ1) გამოსცემს დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები