დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის N156 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.016008 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №34
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის № 156 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის № 156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007, № 140, მუხ. 1553) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება და დამატებები :
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„პ) არის წარმომადგენლობის მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურ მენეჯერთან ერთად.“.
2 . მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები
1. წარმომადგენლობის თანამშრომლები ექვემდებარებიან წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ( ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქმეთა დროებით რწმუნებულს) და ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები და დავალებები.
2. წარმომადგენლობა ს შეიძლება ჰყავდეს საკონსულო თანამდებობის პირი, რომლის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ფინანსური მენეჯერი, რომელიც გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.
4. ფინანსური მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.
5. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მინისტრი.”.
6 . ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები