„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016009
  • Word
35
28/01/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
010320040.22.030.016009
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №35

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის 100 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 23 მაისის 100 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008, 75, მუხ. 815)ამტკიცებული დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21  და 22  პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გამოცდის ორ უცხო ენაში ჩაბარების ვალდებულება არ ვრცელდება იმ გამოსაცდელზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გავლილი (ჩაბარებული) აქვს სტაჟირებისთვის სავალდებულო წერითი გამოცდა ერთ უცხო ენაში და მიღებული აქვს ამ დებულებით დადგენილი დადებითი შეფასება.

22. გამოსაცდელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, წერით გამოცდას ჩააბარებს მის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ მეორე უცხო ენასა და ქართულ ენაში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე