დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016148 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №53
2011 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:
„ჰ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, არა უმეტეს 10 პირისა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები