„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016123
  • Word
45
01/02/2011
ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
040030000.22.033.016123
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №45

2011 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, 33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ” ქვეპუნქტი:

) მომსახურების დეპარტამენტი.”.

გ) მე-3 პუნქტის კ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) იურიდიული დეპარტამენტი:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ.ბ) მეთოდოლოგიის სამმართველო.”.

ბ) დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) ვ.გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ.ე” ქვეპუნქტი:

ზ.ე) მონიტორინგის სამმართველო.”.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის კ” ქვეპუნქტი:

) მომსახურების დეპარტამენტი:

კ.ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

კ.ბ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი.”.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

გ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, ასევე საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისას საგადასახადო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;

ე) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) ფორმის და შევსების წესის შემუშავება;

ვ) სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი სრულყოფა;

) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.”.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ” და ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება, სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ე) სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით საგადასახადო დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება. გადასახადების სახეების მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;”;

ა.ბ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების/გაუქმების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადებების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;”.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ა” და ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება, გარდა ამ მუხლის 32 პუნქტის ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება, გარდა ამ მუხლის 32 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;”.

8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

32. მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პორტალებში და გაფორმების ადგილებში სახლმწიფო კონტროლის, კონტროლის სხვა სახეების და გაფორმების პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შესაბამისი დისციპლინური გადაცდომების გამოვლენა;

 ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება და პრევენციული ღონისძიებების გატარება;

) პორტალების და გაფორმების ორგანოთა თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი დარღვევების შესახებ გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის განცხადებების განხილვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.”.

9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 143 მუხლი:

     „მუხლი 143. მომსახურების დეპარტამენტი

1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;

ბ) საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის) გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციების მიხედვით აღრიცხვის წესების შემუშავება;

გ) გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისთვის;

ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების სამსახურის რეგიონულ ცენტრებზე გაცემის შესახებ ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სამსახურის რეგიონული ცენტრებისათვის მიწოდება;

ვ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;

ზ) აქციზური მარკების გაცემის ორგანიზება, აქციზური მარკების გაცემაზე ინფორმაციის დამუშავება, აქციზური მარკების ბეჭდვასა და მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი, აქციზური მარკების დიზაინზე და დამცავ ნიშნებზე წინადადებების მომზადება, აქციზური მარკებით პროდუქციის ნიშანდების წესის განსაზღვრაზე წინადადებების მომზადება;

თ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

ი) წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობის, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების საჭიროების და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

კ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ლ) ფიზიკურ პირთა ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის განაკვეთების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;

მ) მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის პროცესისა და შესაბამისი ელექტრონული ბაზის მონიტორინგი;

ნ) ბანკის და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღება უცხოური საწარმოს ან/და არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშების შესახებ და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

ო) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდება;

პ) სამსახურის რეგიონულ ცენტრებში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) სამსახურის რეგიონული ცენტრების მომსახურების სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;

ბ) დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

გ) დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების გაცემა;

დ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.”.

10. მე-18 მუხლის:

ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებას, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას;”.

ბ) გ” – 3” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 21-ე მუხლის გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებები

ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) პორტალების საქმიანობის ოპერატიული მართვის ორგანიზებას;

ბ) სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიდან, პორტალებიდან და გაფორმების სერვისცენტრებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და სათანადო რეაგირებას;

გ) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და გადადგილებაზე კონტროლის ორგანიზებას;

დ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზებას;

ვ) სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სახელმწიფო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, სკანირების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვისა და გამოყენების ორგანიზებას, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირების მონიტორინგს;

ზ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ორგანიზებას, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებისა;

თ) სასაქონლო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების ორგანიზებას, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონებისა;

ი) სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ორგანიზებას;

კ) საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფას;

მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას;

ნ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.”.

 მუხლი 2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გურიის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლე.

 მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

კ. ბაინდურაშვილი