დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/2006 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 15/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250030.15.008.009567 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.030.15.008.009.560
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №38/2006
2006 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1262 მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელმაც დაადგინა შესაბამისი საკრებულოს არჩევნების შედეგები.
მუხლი 2
შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოდან შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე საკრებულოს გამოკლებული წევრის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1262 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ადგილმონაცვლის მონაცემები, ხოლო ადგილმონაცვლის არარსებობის შემთხვევაში მანდატის გაუქმების შესახებ.
მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.
მუხლი 4
შესაბამისი საარჩევნო კომისია, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში განკარულებით ატარებს მას რეგისტრაციაში და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საკრებულოს ადგილმონაცვლის თაობაზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილმონაცვლეს აძლევს საკრებულოს წევრობის სათანადო მოწმობას.
მუხლი 5
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოადგილე ა. ღონღაძე
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები