„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35(42), 28/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.636
  • Word
2248
20/07/1999
სსმ, 35(42), 28/07/1999
010.190.020.04.001.000.636
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში ციფრი „3“ შეიცვალოს ციფრით „5“.

2. 36-ე მუხლში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის“.

3. მე-40 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (ბლოკების) შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, მისი ნომრით მონაწილეობის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ ბლოკის სიაში დასახელებულ პარტიებს. თუ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები, რომლებიც ბოლო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას. ამ შემთხვევაში რიგით მომდევნო პარტიები (ბლოკები) შესაბამისად გადაინაცვლებენ წინ.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. პარტიების (ბლოკების), გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული პარტიებისა (ბლოკებისა), რიგითობა დგინდება წილისყრით, რომლის ჩატარების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. წილისყრა ტარდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 45-ე დღისა. თუ ასეთი პარტიები შევლენ საარჩევნო ბლოკში, ისინი ბლოკის წესდებაში მიუთითებენ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას.

11. ოლქში წარდგენილი კანდიდატის რიგითობა დგინდება წილისყრით, რომლის ჩატარების წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. წილისყრა ტარდება არჩევნებამდე არ უგვიანეს 25-ე დღისა.“.

4. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტად აღირიცხება. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ შესაბამისად საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას. ყოველ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა შესაბამის საარჩევნო ოლქში, უბანში ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისი ბიულეტენები. ბიულეტენების მიღებას კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე ან მდივანი ადასტურებს ხელის მოწერით.“ .

5. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მათი სახელით“.

6. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „მე-4 პუნქტშია“ შეიცვალოს სიტყვებით „დ“ ქვეპუნქტშია“.

7. 54-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტში ციფრი „5“ შეიცვალოს ციფრით „7“;

ბ) მე-7 პუნქტში სიტყვები „მას, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში რიგით წინ იყო“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია“.

8. კანონის გარდამავალ დებულებანში ციფრი „VIII“ შეიცვალოს ციფრით „IX“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე მუხლი:

    „მუხლი 68

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რიგითობა განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) მონაწილე პარტიების (ბლოკების) შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო I მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 20 ივლისი.

№2248რს