დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.152.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2011 - 28/02/2011)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 31 იანვარი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად:
1. განისაზღვროს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
ა) შენობებზე – სასარგებლო ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 (ხუთი) პროცენტი წელიწადში;
ბ) მოძრავ ქონებაზე – საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5(ხუთი) პროცენტი წელიწადში;
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის 1ჰა ფართობზე 10 (ათი) ლარი წელიწადში;
დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე – არანაკლებ 7 (შვიდი) ლარი წელიწადში.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 ოქტომბრის №13 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები