დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 080211, 08/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016044 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №49 დადგენილებაში (სსმ V, 02/12/2010) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები