„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016041
  • Word
11
28/01/2011
ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
010260020.35.116.016041
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში (სსმ V, 10. 12. 2010) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).“.

3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება“

4. დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.“.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. ლეთოდიანი