დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 080211, 08/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.116.016034 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ცაგერი
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №64 დადგენილებაში (სსმ V, 24.12.2010) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.“.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით“.
3. დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, ცაგერის მუნიციპალიტეტის იმ ქონების ქირის საწყის ფასს, რომლის სარგებლობის უფლებით მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები