დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100080000.22.027.011277 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.080.000.22.027.011.277
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №403
2007 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებით (სსმ III, 1999წ., №71(78), მუხ. 1088) დამტკიცებულ ,,არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დაიცვას ეს შინაგანაწესი, დაწესებულებაში დადგენილი დღის წესრიგი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები;“;
,,ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;“;
,,დ) სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში, ატაროს დაწესებული ფორმის ტანსაცმელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;
ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) გაყიდოს ან გამორჩენის მიზნით სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული საგნები, ნაკეთობები სხვა ნივთები ან ნივთიერებები;“;
გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,ტ“, ,,უ“, ,,ფ“ ,,ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტები:
,,ჟ) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
რ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ს) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
ტ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
უ) იხმაუროს, რაც დაარღვევს წესრიგს და ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ფ) უკანონო ფორმებით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;
ქ) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე;
ღ) ჩაიდინოს სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ შინაგანაწესს, კანონს ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს.“;
დ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული
1. საპყრობილის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მისცეს მსჯავრდებულს სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
2. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ტანსაცმელი.
3. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.“;
ე) ამოღებულ იქნეს 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტები;
ვ) შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
1. 14 წელს მიღწეული მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც დაედო დისციპლინური სასჯელი, ამ შინაგანაწესის უხეში დარღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესს და პატიმრობის ვადას განსაზღვრავს ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისათვის მსჯავრდებულის მიერ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაითვლება:
ა) ერთი წლის განმავლობაში შინაგანაწესის განმეორებითი დარღვევა, თუ მსჯავრდებულს წინა დარღვევისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა ან დისციპლინური სასჯელის სახით დაკისრებული ჰქონდა კარცერში მოთავსება ან საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა;
ბ) შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ზ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,უ“, ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.“ .
2. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები