ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016023
  • Word
2
31/01/2011
ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
010250020.35.125.016023
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 31 იანვარი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 18′ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1. ქ. ტყიბულში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN= IMG X ITL X C X K

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMG არის ქ. ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.43-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც შეადგენს:

ა) ცენტრალური ზონისათვის 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის 0,7-ს;

 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

 5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.

მუხლი 2. პირეველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

1. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამისად ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6.708 ლარით.

2. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს 1-ით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით.

3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამისად პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3.612 ლარით.

მუხლი 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის:

1. სოფელ გელათში და მოწამეთაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300%-ის და შესაბამისიდ 15,48 ლარის ოდენობით.

2. სოფელ ორპირში და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200%-ის და შესაბამისიდ 10.32 ლარის ოდენობით.

3. სოფელ საწირეში და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70%-ის და შესაბამისიდ 3.612 ლარის ოდენობით.

4. სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის და შესაბამისიდ 1.548 ლარის ოდენობით.

მუხლი 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის და შესაბამისიდ 1.29 ლარის ოდენობით.

მუხლი 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის და შესაბამისიდ 2.58 ლარის ოდენობით.

მუხლი 6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 ივლისის №4 დადგენილება.

მუხლი 7. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს.

მუხლი 8. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე