ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
28/01/2011
ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
010260020.35.121.016026
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/02/2011 - 02/05/2011)

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 3

2011 წლის   28 იანვარი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

      მუხლი 1

 1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნს:

 ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img

 ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL

 ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C

 დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K

     მუხლი 2

 1. ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ვანის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.

      მუხლი 3

   1. მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ვანის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100

       მუხლი 4

  1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე   განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

Cn=Img x ITL x C x K    სადაც:

 ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;

 ბ) ITLვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;

 გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;

 დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღრულია –  100-ით;

 ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

    მუხლი 5

 1. დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

 ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

 ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00 ლარით;

 გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 5,00 ლარით;

  დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით.“.

    მუხლი 6

 1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 7

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე        დ. კაკაბაძე