დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-7 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.156.016037 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2-7
2011 წლის 31 იანვარი
ქ.დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, „დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1.მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” ქვეპუნქტები:
,,კ – დამხმარე მოსამსახურე დარაჯი-150”
,,ლ – დამხმარე მოსამსახურე ტექნიკოსი-150”
,,მ – დამხმარე მოსამსახურე დამლაგებელი-135”.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 იანვრის №1-4 დადგენილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები