მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა შესახებ

  • Word
მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7(14), 19/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000477
  • Word
4
10/02/1999
სსმ, 7(14), 19/02/1999
000000100.01(2).003.000477
მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა შესახებ
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.477

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება 4

1999 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 707 ბრძანებულების „საქართველოს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანმებული, თანდართული მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათვავისუფლებულ პირთა ნუსხა“.

2. მკდ-მ ა.წ.-ის 15 მარამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ტრანსპორტის სამინისტროებს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო ინსპექციას, სატრანსპორტო ორგანზაციებსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს ამ ბრძანებით დამტკიცებულ პირთა ნუსხა.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მკდ-ს თავმჯდომარის მოადგილეს მ. ანდრონიკაშვილს.

 ვ. ვაშაკიძე

მიგრანტთა ინსექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირთა ნუსხა

I. მიგრანტთა ინსპექტირებისაგან და მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლისაგან გათავისუფლებული პირები:

საქართველოში მუდმივად მცხოვრებნი:

1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები:

ა) პრეზიდენტი;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) სახელმწიფო მინისტრი.

2. კათალიკოს-პატრიარქი.

3. ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები.

4. იმ ოფიციალურ დელეგაციათა წევრები, რომლებიც მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ზემოაღნიშნულ პირთა ხელმძღვანელობით.

5. სახელმწიფო თანამდებობის პირები მივლინებით მგზავრობისას:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე;

გ) პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეები;

დ) პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები;

ე) პარლამენტის აპარატის უფროსი;

ვ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ზ) გენერალური პროკურორი;

თ) ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი;

ი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავჯდომარეები;

კ) ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავჯდომარეები;

ლ) სახელმწიფო კანცელარიის უფროსი;

მ) მინისტრები;

ნ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო-პოლიკური სისტემის თანამდებობის პირები;

ო) სახალხო დამცველი;

პ) კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

ჟ) პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

რ) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

ს) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე;

ტ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

უ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი;

ფ) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

ქ) სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები;

ღ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავჯდომარე;

ყ) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;

შ) სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეები;

ჩ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ც) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი;

ძ) ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე ვრცელდება სამსახურებრივ საქმიანობაზე მიწვევა ან თუ ისინი ერთად მგზავრობენ);

წ) დიპლომატიური კურიერები.

6. საერთაშორისო ავიახაზის საჰაერო ხომალდის და გემის ეკიპაჟები, საერთაშორისო მატარებლის ბრიგადის წევრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

უცხოელები:

7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მოწვევით საქართველოში ჩამოსული პირები:

ა) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურები;

ბ) მთავრობის და პარლამენტის დელეგაციათა წევრები;

გ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

დ) ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები, თუ ისინი ერთად მგზავრობენ.

8. უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მუშაკები, მათთან გათანაბრებული პირები და მათი ოჯახის წევრები:

ა) საქართველოში ოფიციალური მოწვევით ჩამოსული პირები;

ბ) საერთაშორისო ავიახაზის მგზავრები-ტრანზიტული მიგრანტები, რომელთაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია;

გ) უცხოეთის ქვეყნის დიპლომატიური კურიერები.

9. საერთაშორისო ავიახაზის საჰაერო ხომალდის და გემის ეკიპაჟები, საერთაშორისო მატარებლის ბრიგადის წევრები აეროპორტებში, ნავსადგურებსა და რკინიგზის სადგურებში ყოფნისას.

 

II. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლისაგან

გათავისუფლებული პირები

1. უცხოელები, საქართველოს საპატიო მოქალაქეები.

2. საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები.

3. უცხოელები, რომლებიც სარგებლობენ უფასო ვიზებით და გათავისუფლებულნი არიან საკონსულო მოსაკრებლისაგან.

 

III. მიგრანტთა ინსპექტირებისაგან

გათავისუფლებული პირები

საქართველოში მუდმივად მცხოვრებნი:

1. სახელმწიფო თანამდებობის პირები მივლინებით მგზავრობისას:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები;

ბ) უზენასი სასამართლოს წევრები;

გ) პარლამენტის წევრები;

დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;

ე) გენერალური პროკურორის მოადგილეები;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მოადგილეები;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკების მინსტრთა საბჭოების თავმჯდომარეების მოადგილეები;

თ) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეები;

ი) პრეზიდენტის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები;

კ) სამსახურების უფროსები;

ლ) მინისტრის მოადგილეები;

მ) სახალხო დამცველის მოადგილეები;

ნ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები;

ო) პრეზიდენტის თანაშემწეები;

პ) ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ჟ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილეები;

რ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეები;

ს) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილეები;

ტ) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილეები;

უ) სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მოადგილეები;

ფ) საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები;

ქ) მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;

ღ) სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;

ყ) დეპარტამენტის დირექტორები (თავმჯდომარეები);

შ) დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსები;

ჩ) ქალაქების მერები;

ც) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერები;

ძ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი.

უცხოელები:

2. პირები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პრივლეგიებითა და იმუნიტეტით.

3. საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელთა ოჯახის წევრები, თუ ისინი ერთად მგზავრობენ.