საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 29 ოქტომბრის №47/ო ბრძანება სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 29 ოქტომბრის №47/ო ბრძანება სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47/ო
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000402
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
47/ო
29/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
000000220.01(2).000.000402
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 29 ოქტომბრის №47/ო ბრძანება სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/1998 - 12/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.402.06.11.98

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 47/ო

1998 წლის 29 ოქტომბერი          

 ქ. თბილისი

სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ

საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ გამომდინარე, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებისათვის, 2000 წლიდან ამჟამად მომუშავე ექიმ-გინეკოლოგებისათვის აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის ფლობა, ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირება- ლიცენზირება ტარდება პირველად და, ამ სთანავე, შესაბამისი ორგანოს – „უმაღლესი სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს“ სამუშაო მოცულობა დღენიადაგ იზრდება, კანონის აღსრულების დასაჩქარებლად მიზანშეწონილია ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიურ სამუშაოთა ჩატარება, რაც გაზრდის მაძიებელთა გამოცდაზე გასვლის ჯერადობას ზემოხსენებული კანონით გათვალი წინებული ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, დარჩენილ დროში სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის საშუალება მიეცემა ყველა სპეციალისტს, ( მათ შორის, განმეორებითაც), რაც განაპირობებს სასერტიფიკაციო პროცესის მართვის სრულყოფის შესაძლებლობას. ზემოთქმულის გათვალისწინებით და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1997 წლის 27 ოქტომბრის 427/ო ბრძანების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სასერტიფიკიაციო გამოცდების ჩატარების გრაფიკი სპეციალობაში „მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“ (დანართი 1).

2. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ღუდუშაურს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ვადების შესახებ სამეანო გინეკოლოგიური დაწესებულებების ინფორმირების, სათანადო საბუთების წარმოდგენისა და გამოცდების ჩატარების კოორდინაცია.

3. დაევალოს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის მინ სტრებს (ე. ბერია, ა. ბერიძე), ქალაქების – თბილისისა და ფოთის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს (ვ. დობორჯგინიძე, ვ. ვეკუა), სამხარეო დეპარტამენტების დირექტორებს ( ქ. ლორია, ლ. მიროტაძე, ვ. ბეთლემიძე, დ. შელია, ა. მურუსიძე, გ. სკამკოჩაიშვილი, გ. ჩალათაშვილი, ლ. გელაშვილი), სამეგრელოს რეგიონის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შე სრულებელს (ლ. არაჩემიას) უზრუნველყონ ბრძანების ოპერატიული გავრცელება სამედიცინო ქსელში და დამტკიცებული საგამოცდო გრაფიკის შესაბამისად მაძიებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოცხადების უზრუნველყოფა.

4. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტს (ზ. თოფურია) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატ სა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისათვის შესაბამისი მასალების მომზადება დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით.

5. ლიცენზიის მაძიებელთა დამტკიცებული გრაფიკით სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისროს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს            ბ-ნ ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

დანართი 1

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების გრაფიკი სპეციალობაში

„მეანობა -გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა“

1998 წელი

I ეტაპის თარიღი

II ეტაპის თარიღი

საბუთების მიღების ვადები

დაწესებულებები

1

2

3

4

5

1

07.11

16.11

26.10-02.11

თბილისის სამშობიარო სახლები

2

08.11

17.11

26.10-02.11

თბილისის ქალთა კონსულტაციები, გინეკოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები

3

21.11

28.11

09.11-16.11

აღმოსავვლეთ საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი. სამცხე-ჯავახეთი) სამშობიარო სახლები, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებები

4

22.11

29.11

09.11-16.11

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი. სამცხე-ჯავახეთი) ქალთა კონსულტაციები, გინეკოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები

5

05.12

12.12

20.11-30.11

აჭარის, აფხაზეთის და ფოთის სამშობიარო სახლები, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებები

6

06.12

13.12

20.11-30.11

აჭარის, აფხაზეთის და ფოთის ქალთა კონსულტაციები, გინეკოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები

7

19.12

26.12

07.12-14.12

დასავლეთ საქართველოს რეგიონების (იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) სამშობიარო სახლები, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებები

8

20.12

27.12

07.12-14.12

დასავლეთ საქართველოს რეგიონების (იმერეთი, გურია, სამეგრელო - ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) ქალთა კონსულტაციები, გინეკოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები