"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/3
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 27/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016045
  • Word
2/3
27/01/2011
ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
010260020.35.111.016045
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №2/3

2011 წლის 27 იანვარი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/ 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,

     მუხლი 1

  შეტანილ იქნეს ცვლილებები თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9 /30 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ., მუხლი 1012) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

  1. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)”;

   2. დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) საკრებულოს მიერ (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე)”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ი. საღინაძე