დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალზარისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესისი დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185-№1161 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 310111, 31/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016091 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №20/71
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 22 სექტემბრის №185–№1161 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 2009 წ., №115, მუხ. 1315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 54 პუნქტის შესაბამისად,“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს.“;
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე უფლებამოსილია იმსჯელოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ (შემდგომში – კომისია).”;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.”;
ე) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51
1. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთ წევრს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო დანარჩენი წევრების შრომა ანაზღაურდება სააგენტოს სახსრებიდან.“.
4. ბრძანებით დამტკიცებულ წესის:
ა) მე-6-71 მუხლები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის ფაქტის გამოვლენა შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.“;
გ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები